20.05.2024 | 01:27
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
La Gazzetta dello Sport: "კვარაცხელიას ვარსკვლავი კაშკაშებს"

კვარაცხელიას ვარსკვლავი კაშკაშებს - ასეთი სათაურით ეხმაურება წამყვანი იტალიური სპორტული გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი "ნაპოლის" გამარჯვებას იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში, რომელშიც ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.

"ნაპოლი" ჩემპიონატს ძალიან კარგად იწყებს: 5-2 "ვერონას" მოედანზე. "ნაპოლის" ახალი სვლის ცენტრში 21 წლის ქართველი კვარაცხელიაა, რომელმაც დებიუტს გოლით და საგოლე პასით აღნიშნა", - წერს გამოცემა.

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა "ვერონას" ანგარიში გაუთანაბრა, მისი თავური დარტყმის შემდეგ ანგარიში 1-1 გახდა.

"ნაპოლიმ" "ვერონა" ანგარიშით 5:2 დაამარცხა.

დღის გადაცემები