20.05.2024 | 01:58
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
აშშ  რუსეთს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფელბისკენ მოუწოდებს [ვიდეო]

აშშ-ის ხელისუფლება რუსეთს აფრთხილებს, რომ თუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ციხეში დაიღუპება, ამას შესაბამისი შედეგები მოჰყვება. როგორც  აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ და მის სიცოცხლეზე თავდასხმაში დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. რუსი ოპოზიციონერის მკურნალობის საკითხთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმაც. პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ექიმის განცხადებით, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის მესამე კვირაში სწრაფად უარესდება და 44 წლის რუსი ოპოზიციონერი შესაძლოა, სიკვდილის პირას აღმოჩნდეს.

დღის გადაცემები