31.05.2024 | 12:58
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დღეს ბზობაა

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობას – მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება.

ბზობა თორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს. მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარებაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში, პასექის დღესასწაულზე დასასწრებად, იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს – ბაიას უფენდა, თან "ოსანას" შესძახოდნენ.

მორწმუნეებისთვის, რომლებიც მარხვას იცავენ, ეს დღე თევზით ხსნილია.

დღის გადაცემები