20.05.2024 | 01:28
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა პროფკავშირებთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროს მიმართულებით აქცია-მსვლელობა გამართეს

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა პროფკავშირებთან ერთად ხელფასის მატების მოთხოვნით საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიმართულებით აქცია-მსვლელობა გამართეს.

მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტის, ირაკლი ამირანაშვილის თქმით, დღეს, 16:00 საათზე, პროფკავშირების და აქციის წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდებიან. მისი თქმით, ექიმებისა და მძღოლების ერთადერთი მოთხოვნა სახელფასო ანაზღაურების ზრდაა.

"შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, ასევე მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე, მე ირაკლი ამირანაშვილი, ჩვენი იურისტი და სასწრაფოში დასაქმებულები იქნებიან. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაყენებთ ერთადერთ საკითხს, რა საკითხიც სასწრაფოში დასაქმებულებს ჰქონდათ, ეს მოთხოვნა ხელფასების 100%-იანი ზრდაა. თუ როგორ და რა ფორმატით გაგრძელდება შემდგომში სამინისტროს წარმომადგენლებისგან მოვისმენთ", - განაცხადა ამირანაშვილმა.

ცნობისთვის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა პროფკავშირებთან ერთად უკვე მესამე აქცია გამართეს. ისინი ხელფასის 100%-ით მატებასა და ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ.

დღის გადაცემები