15.04.2021 | 20:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
ანტისამთავრობო აქცია სომხეთში [ვიდეო]

სომხეთში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს აკავებენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, მოქალაქეები სომხეთის ეროვნული კრების შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს. საპროტესტო აქციის მონაწილეები სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ისევ ითხოვენ. როგორც ოპოზიცია ამტკიცებს, დღეს სომხეთის ეროვნულ კრებაში დაგეგმილ სხდომაზე „ანტისახელმწიფოებრივი“ და „ანტიეროვნული“ კანონების მიღებას აპირებენ. სომხური მედია წერს, რომ ფაშინიანის ოპონენტები მმართველი ფრაქციის მიერ ინიცირებულ სასამართლო რეფორმას ეწინააღმდეგებიან. რეფორმა მოსამართლეთა ახალი ინსტიტუტის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც აღმკვეთ ღონისძიებებს განსაზღვრავს.

გამოქვეყნდა 70 დღის წინ  |  ნანახია 326-ჯერ
დღის გადაცემები