25.02.2021 | 16:55
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
არამეგობრული გზავნილები მეგობარი სახელმწიფოს დეპუტატისგან [ვიდეო]

ლიეტუვის  სეიმის ანუ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ოთხდღიანი  ვიზიტი საქართველოში დასრულებულია.   ჟიგიმანტას პავილიონისი არის   დეპუტატი, რომელიც    ვიზიტის ფარგლებში  ნიკანორ მელიას   დროებით საცხოვრებელში ანუ "ნაც.მოძრაობის" ოფისის   ყველაზე ხშირი სტუმარი იყო. ის ხელისუფლებას მოუწოდებდა, რომ ქვეყანაში სამართალი არ უნდა აღსულდეს და სისხლის სამართლებირვი დევნა  ნიკა მელიასთან  მიმართებაში უნდა შეწყდეს. თუმცა მისი ყველაზე სკანდალური განცხადება აფხაზეთს და ცხინვალს  შეეხება.  მან ამ ნაწილში  აფხაზეთი და ცხინვალი დაკარგულ ტერიტორიებად   მოიხსენია.

 

  ჟიგიმანტას პავლიონისის ამ გაცხადებას  პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმაღლესი საკანონდებლო ორგანოდან უპასუხა.  ახალი პრემიერისთვის მსგავსი განცხადებები  მიუღებელია. ღარიბაშვილი როგორც  პავილიონისს ასევე,  მის მეგობარ ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებს, რომ  მსგავსი განცხადებებისგან თავი შეიკავონ. საპარლამენტო უმრავლესობა  ამ  განცხადების შეფასების დროს   უფრო კრიტიკული აღმოჩნდა. მეოცნებე ხელისუფლება   პავილიონისისგან შესაბამის  ახსნა განმარტებას ელის.

გამოქვეყნდა 2 დღის წინ  |  ნანახია 40-ჯერ
დღის გადაცემები