25.02.2021 | 17:19
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
გიორგი გახარია გუნდში აზრთასხვადასხვაობაზე საუბრობს [ვიდეო]

2 წუთი და 25 წამი -  სწორედ ეს დრო დასჭირდა ქვეყნის უკვე ყოფილ პრემიერ მინისტრს იმისთვის, რომ საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები განემარტა. გიორგი გახარიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ  მიღებული გადაწყევტილება ბრიფინგზე  გამოაცხადა. მაშინ როდესაც მინისტრთა   კაბინეტის წევრები  ხუთშაბათი დღის ტრადიციული  მთავრობის სხდომისთვის ემზადებოდნენ, აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერმა ყველასთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო.   გიორგი გახარიას თქმით, მისი თანამდებობდან წასვლის მთავარი მიზეზი  ნიკანორ მელიას საქმე გახდა. მის განცხადებას თუ დავეყრდნობით,  საკითხთან დაკავშირებით   გიორგი გახარიას და მმართველ  პარტიას სხვდასხვა პოზიციები ჰქონდათ.

 

გიორგი გახარიას ამ  გადაწყვეტილებას ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში პარტიის  თავმჯდომარემ მის ქვეშერმდომებთან  ერთად სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა.  პოლიტიკურად მოუმწიფებელი  კობახიძის განცხადებით,    დაპირისპირების მმთავარი მიზეზი გუშინდელ შეხვედრაზე სასამართლოს   გადაწყვეტილების აღსრულების  ვადები გახდა. თუ კობახიძის ნათქვამს დავუჯერებთ,  გახარიამ საკუთარი პოზიციების დასაცავად  შესაბამისი არგუმენტაცია ვერ წარადგინა.

 

გიორგი გახარიამ პრემიერ მინისტრის   პოსტის გარდა  სავარაუდოდ "ქართული ოცნება" და პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაც  დატოვა. მეოცნებე დეპუტატები ირწმუნებიან, რომ მთავრობის ყოფილი მეთაურის გადაწყვეტილება, მათთვის მოულოდნელი იყო.

 

პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია მედიისგან შეიტყო "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამაგრებულმა ბრალდებულმა მელიამ. გახარიას გადადგომის შემდეგ, მელია ხელისუფლებას ახლა  მოლაპარაკების მაგიდის გარშემო დაჯდომას სთავაზობს. თუმცა მთავარი საკითხზი რაზეც ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას გამართავს ეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. ასეთივე პოზიცია აქვთ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შეკრებილ იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებმაც დროებით ნიკა მელიას კარისკაცთა ფუნქციები შეითავსეს.

 

გიორგი გახარიას დღევანდელ გადაწყვეტილებას შიდაპარტიულ დაპირისპირებას უკავშირებენ "პატრიოტთა ალიანსში". პარტიის გენერალური მდივნის ირმა ინაშვილის განცხადებით, მეოცნებე ხელისუფლებაში  უკვე დიდი ხანია რამდენიმე ე.წ კლანი არსებობს.  ირმა ინაშვილის განცხადებით,  არსებული მიზეზით გახარიას გადადგომა მხოლოდ საბაბია და  მისი თანამდებობიდან წასვლა დიდი ხნის  წინ გადაწყდა.  რაც შეეხება ვადამდელი  არჩევნების საკითხს. ირმა ინაშვილის თქმით,   განმეორებითი არჩევნების ჩატარებას ალტერნატივა არ აქვს, რადგან    ქართული ოცნება  პარლამენტის შევსებას ვერცერთი გზით ვერ შეძლებს.

 

გიორგი გახარიას  გადადგომისა და  შექმნილი პოლიტიკური   ვითარების  შემდეგ  ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების  მოთხოვნამ ისევ წინა პლანზე წამოიწია. რა გაზას აირჩევს ქართული ოცნება ჯერ უცნობია. პროცედურების მიხედვით კი,  მოცემული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა ორ შემთხვევაში ჩატარდეს. პირველი თუ   პარლამენტი ახალ მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებს და  ამ საკითხს  დეპუტატები  პლენალურ სხდომაზე ჩააგდებენ.   ხელახალი არჩევნების ჩატარების მეორე ვარიანტი  პრეზიდენტის  ხელშია. იმ შემთხვევაში თუ სალომე ზურაბიშვილი  მეათე მოწვევის პარლამენტს დაითხოვს,  ქვეყანაში   კონსტიტუციის მიხედვით ხელახალი  არჩევნების ჩატარების   აუცილებლობა დადგება. თუმცა პრეზიდენტს ჯერ, მთავრობის მეთაურის გადადგომასა და ახალ კანდიდატურაზე კომენტარიც არ გაუკეთებია. ორივე ვარიანტში კი   მოსახლეობა საკუთარ არჩევანს  120/30ზე პრინციპით  გააკეთებს. რიგგგარეშე არჩევნებზე კი მინიმალური ბარიერი პოლიტიკური პარტიებისთვის 1% იქნება.

გამოქვეყნდა 6 დღის წინ  |  ნანახია 73-ჯერ
დღის გადაცემები