15.04.2021 | 20:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს [ვიდეო]

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ გამორიცხა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა კონსერვატიული პოლიტიკური ქმედებებების კონფერენციაზე  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „შუალედურ არჩევნებში „დემოკრატები“ გამანადგურებლად დამარცხდებიან და ოთხ წელიწადში თეთრ სახლსაც წააგებენ. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ახალი პარტიის შექმნას არ აპირებს. მისი თქმით, რესპუბლიკური პარტია არსებობს და ის კიდევ უფრო ერთიანი და ძლიერი იქნება. აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა მომქედი პრეზიდენტიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ თანამედროვე ისტორიაში, ჯო ბაიდენს პრეზიდენტობის ყველაზე კატასტროფული პირველი თვე ჰქონდა. თეთრი სახლის ყოფილი ლიდერის თქმით, ბაიდენმა უკვე აჩვენა, რომ ის სამუშაო ადგილების, ოჯახის, საზღვრების, ენერგეტიკის, ქალებისა და მეცნიერების წინააღმდეგაა, მისივე თქმით, მოქმედმა პრეზიდენტა „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ სტრატეგიის ნაცვლად „ამერიკა ბოლო ადგილზე“ სტრატეგიის განხორციელება დაიწყო.

გამოქვეყნდა 45 დღის წინ  |  ნანახია 219-ჯერ
დღის გადაცემები