20.01.2021 | 08:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს (1)

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს.  ლარი ანტირეკორდს ხსნის და ბოლო მონაცემებით ერთი ამერიკული დოლარის შეძენა  3  ლარად და 44  თეთრად არის შესაძლებელი.  იმის მიუხედავად, რომ ერუვნულმა ბანკმა  მხოლოდ  1 კვირაში მილიარდი დოლარი   აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა,  სების  მხრიდან გადადგმული ნაბიჯი ქვეყანაში არაფერს ცვლის და  ეროვნული ვალუტა  საათობრივად უფასურდება.

 
 ლარის  რეკორდული გაუფასურება ყველაზე მეტად რიგით მოქალაქეებზე აისახა.  საზოგადოებაში  ეროვნული ვალუტის გაუფასურება ეჭვს იწვევს. ისინი ამბობენ, რომ  მმართველი პარტია   ლარის კურსის სტაბილურობას  ხელოვნურად ინარჩუნებდა, რასაც 31 ოქტომბრის შემდეგ ვეღარ ახერხებენ და შედეგიც სახეზეა. მოქალაქეები  ყურადღებას  გაძვირებულ პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ამახვილებენ.

გამოქვეყნდა 74 დღის წინ  |  ნანახია 284-ჯერ
დღის გადაცემები