15.04.2021 | 22:10
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი - "ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ღალატსა და გმირობას ერთი ფასი აქვს" [ვიდეო]

"ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ღალატსა და გმირობას ერთი ფასი აქვს", - ასე გამოეხმაურა ირმა ინაშვილი დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს. "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი პროკურატურის მიერ, საქმეზე  გავრცელებულ ინფორმაციას შოკისმომგვრელს უწოდებს და ამბობს, რომ  ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე სრულფასოვანი გამოძიება აუცილებელია. ინაშვილმა დისკუსიას საკითზე- არის თუ არა დავით გარეჯი საქართველო, სამარცხვინო უწოდა.

 

ირმა ინაშვილმა საზოგადოებას ისტორიული ფაქტები შეახსენა, რომლითაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს საზღვრებში ფიქსირდება. "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივნის შეფასებით, მმართველი გუნდი სხვა საკითხების მსგავსად  დღეს დავით გარეჯის თემითაც პოლიტიკურად ვაჭრობს. 

 

"სახელმწიფოს ტვირთია, სიტყვა აქციოს საქმედ და საზოგადოებასა და ეკლესიას დაუმტკიცოს, რომ გაჩენილი ეჭვები გარეჯის საკითხის პარტიულ-პოლიტიკურ კომბინაციებში გამოყენების შესახებ მხოლოდ ეჭვებია", - ასე ეხმიანება საქართველოს საპატრიარქო აზერბაიჯანთან სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის წევრთა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების საკითხს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია არა ის, თუ პიროვნულად ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა, არამედ მართლა, ასხვისებს თუ არა ვინმე სახელწიფოს მიწებს.

გამოქვეყნდა 73 დღის წინ  |  ნანახია 292-ჯერ
დღის გადაცემები