05.03.2021 | 20:40
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება [ვიდეო]

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რისი მიზეზიც დადგენილ დროში პარლამენტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებაზე შეუთანხმებლობა გახდა. შედეგად კი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, ისრაელის საკანონმდებლო ორგანო ავტომატურად დათხოვნილად გამოცხადდა. საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში მომდევნო წლის მარტში ჩატარდება, რაც ისრაელში ბოლო 2 წლის განმავლობაში რიგით მე-4 საპალამენტო არჩევნები იქნება. ბოლოს საპარლამენტო არჩევნები ისრაელში 17 სექტემბერს გაიმართა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მისი მოწინააღმდეგის, ბენი განცის პარტიებმა ხმათა 25-25% მიიღეს, რამაც მთავრობის ფორმირება შეაფერხა. საბოლოოდ ნეთანიაჰუ და განცი როტაციული მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ.

გამოქვეყნდა 72 დღის წინ  |  ნანახია 291-ჯერ
დღის გადაცემები