02.03.2021 | 11:17
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
კორონავირუსის სწრაფად გავრცელებადი ახალი შტამის გამო ევროპის ქვეყნებმა დიდ ბრიტანეთთან საზღვრები ჩაკეტეს [ვიდეო]

კორონავირუსის სწრაფად გავრცელებადი ახალი შტამის გამო ევროპის ქვეყნებმა დიდ ბრიტანეთთან საზღვრები ჩაკეტეს.   საფრანგეთმა გაერთიანებული სამეფოდან ყველა მოქალაქის შესვლა, სატვირთო გადაზიდვები, საავტომობილო, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მოძრაობა აკრძალა. გერმანიამ, იტალიამ ესპანეთმა და ნიდერლანდებმა კი ბრიტანეთიდან ფრენები შეწყვიტეს. ავია და საზღვაო რეისებზე შეზღუდვები დააწესა ირლანდიამაც. ამასთან, ქვეყანასთან საჰაერო და სარკინიგზო საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება ბელგიამაც მიიღო. დიდ ბრიტანეთთან მიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს ავსტრია, შვედეთი, რუმინეთი, ლატვია, ესტონეთი, ბულგარეთი და ჩეხეთი. საბერძნეთმა კი დიდი ბრიტანეთიდან ჩასულებისთვის კარანტინის ვადა 3 დღიდან ერთ კვირამდე გაზარდა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ დიდ ბრიტანეთში მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელიც მეცნიერების განმარტებით, არსებულთან შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება.

გამოქვეყნდა 69 დღის წინ  |  ნანახია 129-ჯერ
დღის გადაცემები