02.03.2021 | 12:37
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
მომავალი თვითმმართველობის არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდება [ვიდეო]

2021 წელს ამომრჩეველს ხმის მისაცემად საარჩევნო უბნებთან რიგში დგომა შესაძლოა აღარ მოუწიოს. მომავალი თვითმმართველობის არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდება. 2020 წლის საპალამენტო არჩევნების შედეგებით, საზოგადოებაში გამოწვეული პროტესტის შემდეგ, „ქართულ ოცნებაში“ იფიქრეს და გადაწყვიტეს, რომ საარჩევნო წესი უნდა შეეცვალათ. როგორც ჩანს, მმართველი გუნდი ახალი სტრატეგიით გაყალბებული არჩევნების შავი ლაქის ჩამორეცხვას ადამიანურ შეცდომებზე გადაბრალებით ცდილობს და პროცესში კომპიუტერულ ტექნოლოგიებს რთავს.

 

მმართველი გუნდის ლიდერის განცხადებას, რომ კენჭისყრის ელექტრონული წესით ჩატარება ე.წ კარუსელებს, უბნებიდან ბიულეტენების გამოტანის ფაქტებსა თუ სხვა დარღვევებს გამორიცხავს, „ქართული ოცნების აღიარებად“ მიიჩნევენ „პატრიოტთა ალაინსში“. პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ირმა ინაშვილი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძემ ამ განცხადებით, 2020 წლის საპატრლამენტო არჩევნების მასობრივი გაყალბება დაადასტურა.

 

მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ ახალი ველოსიპედი გამოიგონეს, თუმცა ავიწყდებათ, რომ ელექტრონული არჩევნების ჩატარება საზოგადოების დიდი ნაწილის დაკვეთა იყო. კენჭისყრის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებას გაცილებით ადრე ითხოვდა „პატრიოტთა ალიანსი“. ირმა ინაშვილმა, არჩევნების ელექტრნული წესით ჩატარება 2 თვით ადრე სატელევიზიო ეთერში მოითხოვა.

გამოქვეყნდა 45 დღის წინ  |  ნანახია 232-ჯერ
დღის გადაცემები