14.05.2021 | 15:13
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
პაატა ჯიბლაძე დავით კირკიტაძის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს

გუშინ, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა და სახემ,  ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა, თავის დროზე საბჭოთა უშიშროების ეფრეიტორ მიხეილ სააკაშვილის მიერ ჯარისკაცის ცემის გამო გმირად შერაცხულმა დავით კირკიტაძემ, პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ მისი გუბერნატორობის პერიოდში ქონების ჩამორთმევა და მოქალაქეების უკანონოდ დაკავება განსაკუთრებულად მძიმე ფორმებში ხდებოდა. დავით კირკიტაძემ ყოფილი ხელისუფლების ამ დანაშაულს მხოლოდ შეცდომა უწოდა  და თავი გაიმართლა იმით, რომ ეს ადამიანები დღეს წარმოადგენენ ხელისუფლებას. კერძოდ,  ერთი არის ქვემო ქართლის გუბერნატორი, ხოლო მეორე "ქართული ოცნების" სიის 45-ე ნომერი და რუსთავ-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის უფროსი.

 

"მინდა მივმართო პროკურატურას,დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება ზემოთ აღნიშნული განცხადების გადამოწმების მიზნით, როგორც კირკიტაძის, ასევე უშუალო შემსრულებლების პასუხისმგებლობის გამოკვეთის მიზნით. ხოლო ქართული ოცნების პოლიტიკურ ხელმძღვანებლობას ვთხოვთ, გააკეთონ განმარტება თუ რა არის მიზეზი ასეთი ადამიანების ხელისუფლების სათავეებთან ყოფნისა",- განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატმა პაატა ჯიბლაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

გამოქვეყნდა 209 დღის წინ  |  ნანახია 441-ჯერ
დღის გადაცემები