09.03.2021 | 01:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
ჯო ბაიდენმა კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა წარადგინა [ვიდეო]

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა წარადგინა, რომელსაც მან „ომის პერიოდის ვალდებულება“ უწოდა. როგორც ჯო ბაიდენმა განაცხდა, ვირუსისგან უკვე 400 000 ამერიკელი გარდაიცვალა და ეს უფრო მეტია, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს დაიღუპულ ადამიანთა რაოდენობა. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდება, თუმცა, საბოლოოდ, ქვეყანა პანდემიის დამარცხებას შეძლებს.  აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა კოვიდ 19-თან ბრძოლის გეგმის ფარგლებში 10 აღმასრულებელ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, აშშ-ში ჩასულ საერთაშორისო მგზავრებს კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენას და აშშ-ში ჩასვლის შემდეგ კარანტინის გავლას ავალდებულებს.

გამოქვეყნდა 45 დღის წინ  |  ნანახია 200-ჯერ
დღის გადაცემები