09.03.2021 | 01:05
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
ჯო ბაიდენმა ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული აკრძალვა გააუქმა [ვიდეო]

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული აკრძალვა გააუქმა. აღმასრულებელი განკარგულების ხელმოწერის ცერემონია თეთრ სახლში გაიმართა და მას აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი დაესწრო, რომელმაც განაცხადა, რომ ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე აკრძალვის გაუქმებას მხარს უჭერს.

 

2017 წლის 26 აგვისტოს დონალდ ტრამპმა ტრასგენდერებისთვის სამხედრო სამსახურის გავლაზე აკრძალვის ბრძანება გასცა. 2018 წლის მარტში  კი ტრამპმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც აშშ-ის არმიაში ზოგიერთ ტრანსგენდერს მსახურებას უკრძალავს.

გამოქვეყნდა 41 დღის წინ  |  ნანახია 394-ჯერ
დღის გადაცემები