15.04.2021 | 20:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის პირველი სატელეფონო საუბარი გაიმართა [ვიდეო]

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის პირველი სატელეფონო საუბარი გამართა.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს გარკვევით განუცხადა, რომ შეერთებული შტატები ეროვნული ინტერესების დასაცავად რუსეთის ქმედებების საპასუხოდ მტკიცედ იმოქმედებს.  საუბარი  შეეხო  ასევე, რუსეთის მიერ ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების ლიკვიდაციის სანაცვლოდ დაწესებულ ჯილდოსა და ალექსეი ნავალნის მოწამვლის საკითხებს. სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახურიც ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პრეზიდენტებმა შეიარაღების კონტროლის შესახებ ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

გამოქვეყნდა 78 დღის წინ  |  ნანახია 316-ჯერ
დღის გადაცემები