28.11.2022 | 19:52
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ბორის ჯონსონი: "რაღაც ეტაპზე გერმანიის თვალსაზრისი იყო, რომ თუ ომი მოხდებოდა, მაშინ უმჯობესი იქნებოდა, ყველაფერი სწრაფად დამთავრებულიყო და უკრაინა დაცემულიყო"

CNN Portugal-თან ინტერვიუში დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი უარყოფდა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის პერსპექტივას, ხოლო გერმანიის მთავრობას თავდაპირველად უკრაინის სწრაფი სამხედრო დამარცხება ერჩივნა ხანგრძლივი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.

ბორის ჯონსონის თქმით, დასავლეთის ქვეყნების მიდგომები რადიკალურად განსხვავდებოდა მანამ, სანამ მოსკოვი 24 თებერვალს უკრაინაში მასშტაბურ შეჭრას დაიწყებდა.

"ეს იყო უზარმაზარი შოკი. ჩვენ ვხედავდით რუსული ტაქტიკური ჯგუფების მობილიზაციას, თუმცა სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა", - აღნიშნა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა.

"რაღაც ეტაპზე გერმანიის თვალსაზრისი იყო, რომ თუ ომი მოხდებოდა, რაც კატასტროფა იქნებოდა, მაშინ უმჯობესი იქნებოდა, ყველაფერი სწრაფად დამთავრებულიყო და უკრაინა დაცემულიყო. ამ მიდგომას ეკონომიკური მიზეზებით განმარტავდნენ. მე ამას ვერ დავუჭერდი მხარს. მივიჩნევდი, რომ ეს იყო დამღუპველი გზა. მაგრამ მესმის, რატომ ფიქრობდნენ ასე. ფრანგები ბოლო მომენტამდე უარყოფდნენ რუსეთის შეჭრის შესაძლებლობას", - განაცხადა მან.

დღის გადაცემები