16.08.2022 | 23:21
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში 10 უკანონო სანახშირე ორმო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში 10 დაურეგისტრირებელი სანახშირე ორმო გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდის მიმდებარედ, სამართალდამრღვევები ხის ნახშირის, მიწაში, კამერალურ რეჟიმში, გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევით აწარმოებდნენ, რაც მიმდებარე ტერიტორიის დაკვამლიანებას, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას იწვევს და საფრთხეს უქმნის გარემოს.

კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ შესაბამისი ოქმები შეადგინეს და ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ტექნიკური ანგარიშის არქონის გამო, ათივე უკანონო სანახშირე ორმო დახურეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.

დღის გადაცემები