18.08.2022 | 02:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გორში გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა

გორში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირი კრივში დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, გამარჯვებული სპორტსმენები თასებით, მედლებით და დიპლომებით დააჯილდოვეს.

ამასთან, ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და ყაზახეთის ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრები გუნდები.

საპრიზო ადგილებისთვის ბიჭები 13, ხოლო გოგონები 2 წონით კატეგორიაში იბრძოდნენ.

გორის მერიის ინფორმაციითვე, შეჯიბრება, რომელსაც გორმა მიმდინარე წელს მეთორმეტედ უმასპინძლა, ყოველწლიურად იმართება. ხოლო, მისი მიზანი, აღნიშნული სპორტის სახეობის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობაა.

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით ხორციელდება.

გორის მერიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პროფესიონალი მოკრივე გიორგი კანდელაკი 1997 წელს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 1997 წლამდე, სპორტსმენმა მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კრივში იუნიორებს შორის, გახდა ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო თასის პრიზიორი, N2 მოკრივე 91 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო მოკრივეთა შორის, იყო მსოფლიო ჩემპიონი სუპერ-მძიმე წონაში, მსოფლიო ჩემპიონატის და ოლიმპიური თამაშების მონაწილე.

დღის გადაცემები