
საქართველოს მცდელობა დაუახლოვდეს აგრესორს, გამოიწვევს კიდევ უფრო მეტ ტერიტორიულ დანაკარგს, - ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ დავით არახამიამ "ტელეგრამზე" გაავრცელა.
არახამიას განცხადებით, რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა და აგრესორს მორგებული ქართული ხელისუფლება გამოიწვევს მხოლოდ იმას, რომ საქართველო იქნება შემდეგი და მოსკოვში ამას უკვე აღარც მალავენ.
"როგორც ვამბობდი რუსებთან მეგობრობა სუვერენიტეტის შენარჩუნების გარანტირებას ვერ ახდენს. ამას ჩვენ უკვე ვხედავთ ბელარუსის მაგალითზე.
საქართველოს მცდელობა დაუახლოვდეს აგრესორს, გამოიწვევს კიდევ უფრო ტერიტორიულ დანაკარგს. მაგრამ პრორუსულ ხელისუფლებას თბილისში ეს ჯერ კიდევ არ ესმის.
რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა, რომელიც აგრძელებს ბიზნესის კეთებას სანქციებისთვის გვერდის ავლით, და აგრესორს მორგებული ქართული ხელისუფლება გამოიწვევს მხოლოდ იმას, რომ საქართველო იქნება შემდეგი. და მოსკოვში ამას უკვე აღარც მალავენ.
ამიტომ დეოლიგარქიზაცია უნდა იყოს ნომერ პირველი მიზანი ქართველი ხალხისთვის. ეს ევროპისკენ წასვლის ერთადერთი შესაძლებლობაა, რათა არ აღმოჩნდეთ რუსი აგრესორის თათებში", - განაცხადა არახამიამ.