04.10.2022 | 05:14
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
იაპონია უცხოელი ტურისტებისთვის კოვიდშეზღუდვებს აუქმებს და საზღვრებს ხსნის

იაპონიამ გამოაცხადა, რომ 11 ოქტომბრიდან, უცხოელი ტურისტებისთვის კორონავირუსის გამო დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს აუქმებს და ორწელიწადნახევრის წინ დახურულ საზღვრებს ხსნის.

"11 ოქტომბრიდან იაპონია შეამსუბუქებს საზღვრის კონტროლის ზომებს, გაათანაბრებს მას აშშ-ის ზომებთან, ასევე განაახლებს უვიზო მიმოსვლას და ინდივიდუალურ მოგზაურობას" - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ.

იაპონიამ შეზღუდვები 2020 წლის მარტში დააწესა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს იაპონიას უცხოელი ვიზიტორების რეკორდული რაოდენობა 31.9 მილიონი ვიზიტორი ეწვია.

დღის გადაცემები