დღის სიახლეები
     
        ლაშა ტალახაძე ევროპის ექვსგზის ჩემპიონი გახდა
        ლაშა ტალახაძე ევროპის ექვსგზის ჩემპიონი გახდა. ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა საიუბილეო ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს +109 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა ტალახაძემ ატაცში 208/212/217 კგ. დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ძალოსანმა აკვრაში დაძლეული 245 კილოგრამითაც ოქროს მედალი მოიპოვა. ასევე საუკეთესო იყო ორჭიდში მოგროვებული 462 კილოგრამითაც.
ამგვარად, ლაშა ტალახაძე 6-გზის ევროპის ჩემპიონია.
მსგავსი
     
             
            
 
                     
                 
                     
                     
         
         
         
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
                