16.08.2022 | 23:23
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე 96%-ზე მეტი გამოსაცდელი გამოცხადდა

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე 96%-ზე მეტი გამოსაცდელი გამოცხადდა, დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა.

NAEC შეახსენებს გამოცდების ყველა მონაწილეს, რომ არ დაიგვიანონ და გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდნენ.

“ერთიანი ეროვნული გამოცდები ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გრძელდება. პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 96%-ზე მეტი გამოსაცდელი. დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა.

მეორე სესიაზე მასწავლებლები უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდას ჩააბარებენ, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეები კი გრანტის მოპოვების ან გაუმჯობესების მიზნით გაივლიან ტესტირებას. გამოსაცდელებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაცია საგამოცდო ცენტრებში 14:00 საათზე დაიწყება, გამოცდა კი - 15:00 საათზე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს გამოცდების ყველა მონაწილეს, რომ არ დაიგვიანონ და გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდნენ. საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად არის აპლიკანტის საშვი მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის გადაცემები