28.06.2022 | 00:54
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რუსთავში, ჟიული შარტავას სახელობის მულტიფუნქციური სკვერი გაიხსნა

რუსთავში, სკვერი გაიხსნა. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მე-8 მიკრორაიონის N12 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ მოწყობილი ახალი რეკრეაციული სივრცე, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას სახელობის იქნება.

"ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი ძალიან ლამაზი და გამწვანებული სივრცე შეემატა. სულ რამდენიმე თვის წინ, როდესაც მოსახლეობას შევხვდით, ამ ადგილზე არაფერი იყო. მიხარია, რომ ამ უბნის მოსახლეობის თხოვნის შესრულება ასე მალე შევძელით. სწორედ მოსახლეობამ გვიამბო, რომ ჩვენი ეროვნული გმირი ჟიული შარტავა აქ ხშირად მოდიოდა და სწორედ მისი სურვილი იყო, რომ ამ ტერიტორიაზე სკვერი გაშენებულიყო. ამიტომაც გაგვიჩნდა იდეა, რომ ეს ახალი რეკრეაციული სივრცე, ჟიული შარტავას სახელობის იყოს", - განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

"მრავალფუნქციურ რეკრეაციაში, 11 000-მდე კვადრატულ მეტრ ფართობზე, საბავშვო და სპორტული სივრცეები, საფეხმავლო და ველობილიკები, გარე განათების სისტემა, ამფითეატრი და დასასვენებელი ზონებია მოწყობილი. დენდროლოგიური პროექტის ფარგლებში კი 206 ძირი სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეა დარგული. პროექტის ღირებულება 1 მლნ 224 439 ლარია.

სკვერის ტერიტორიაზე, ჟიული შარტავას ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო. ღონისძიება ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის კონცერტით - "ქართული კინომუსიკა" დასრულდა," - აღნიშნულია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოქვეყნდა 5 დღის წინ  |  ნანახია 12-ჯერ
დღის გადაცემები