16.08.2022 | 22:42
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონების გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის ჯართის საბაჟო წესების დარღვევით გატანის ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, საბაჟო გამშვები პუნქტი "კარწახის"-ს გავლით, შეეცადა საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში, საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადაეტანა 133 351,74 ლარის საბაჟო ღირებულების 871,53 გრამი ოქროს ჯართი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

დღის გადაცემები