28.06.2022 | 00:15
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
საია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მკვლევართა დაშვების წესს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

"საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაცია" ეკატერინე კიკნაძის სახელით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის წინააღმდეგ კონსტიტუციური სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

როგორც საია-ში განმარტავენ, გასაჩივრებული ნორმა განსაზღვრავს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის მკვლევართა დაშვების წესს. კერძოდ, ეროვნული მუზეუმის სამუზეუმო ფონდებში კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის დაინტერესებულ პირთა დაშვება შესაძლებელია მუზეუმის დირექტორატის გადაწყვეტილებით, რომელიც უნდა ეცნობოს სამინისტროს.

საია-ს განმარტებით, სადავო ნორმა ეროვნული მუზეუმის დირექტორატს ანიჭებს მკვლევართა მუზეუმში დაშვების გადაწყვეტის უფლებამოსილებას, თუმცა არ განსაზღვრავს რა კრიტერიუმების მიხედვით უნდა მოხდეს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება. მსგავსი სახელმძღვანელო კრიტერიუმები არ არის განსაზღვრული არც სხვა საკანონმდებლო აქტებით. საიას პოზიციით, ასეთ შემთხვევაში დირექტორატის უფლებამოსილება არის შეუზღუდავი, რაც წარმოშობს მისი მკვლევრების საწინააღმდეგოდ ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საია ითხოვს გასაჩივრებული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომლითაც დაცულია საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება.

ამ საქმეს საია ,"ღია საზოგადოების ფონდის" მიერ დაფინანსებული პროექტის - ,,კულტურის სფეროში დასაქმებულების სამართლებრივი მხარდაჭერა" - ფარგლებში აწარმოებს.

გამოქვეყნდა 5 დღის წინ  |  ნანახია 10-ჯერ
დღის გადაცემები