18.08.2022 | 02:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკალათბურთო ნაკრებს ორი მოგებით საქართველოს სტუდენტური "ა" ლიგის ფლეი-ოფში მონაწილეობა გარანტირებული აქვს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკალათბურთო ნაკრებმა, საქართველოს სტუდენტური "ა" ლიგის რიგით მეორე თამაში გამარჯვებით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სტუდენტური „ა“ ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში სტუ-ის საკალათბურთო ნაკრები სეუ-ს დაუპირისპირდა და შეხვედრა ანგარიშით - 75 : 61 მოიგო.

ამ ეტაპზე სტუ-ის ნაკრების ანგარიშზე ორი მოგებული თამაშია. პირველი შეხვედრაზე სტუ-ის ნაკრებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) გუნდი დამაჯერებელი ანგარიშით - 100 : 55 დაამარცხა. ამასთან, სტუ-ის ნაკრებს ორი მოგებით მომდევნო ეტაპზე გადასვლა და ფლეი-ოფში მონაწილეობა გარანტირებული აქვს.

სტუ-ს განცხადებით, უახლოეს დღეებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკალათბურთო ნაკრები ჯგუფური ეტაპის რიგით მესამე თამაშს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტთან (გთსუ) გამართავს.

საქართველოს სტუდენტური "ა" ლიგის თამაშები კალათბურთში ახალი სპორტის სასახლეში მიმდინარეობს. შეჯიბრება საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციისა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით იმართება.

დღის გადაცემები