16.08.2022 | 23:05
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქციის - "სტუდენტები მწვანე გარემოსთვის" ფარგლებში სტუ-ის პირველი სასწავლო კორპუსის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, სტუ-ის სტუდენტური სერვისების ცენტრისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სტუ-ის პირველი სასწავლო კორპუსის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საუნივერსიტეტო ღია სივრცის დასუფთავების აქცია - "ტუდენტები მწვანე გარემოსთვის" თბილისის მერიის „თბილსერვის ჯგუფის“ მხარდაჭერითა და აქტიური ჩართულობით გაიმართა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერის, პროფესორ კარლო კოპალიანის განცხადებით, უნივერსიტეტის პირველი სასწავლო კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დასუფთავების აქცია გაიმართა, სულ რაღაც ათი თვის წინ, ავტოფარეხები და სხვადასხვა დროებითი ნაგებობები იყო განთავსებული, რაც თავის მხრივ, საუნივერსიტეტო ცხოვრებასთან კავშირში არ იყო.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სტუ-ის სტუდენტური სერვისების ცენტრის, სტუდენტური თვითმმართველობისა და უპირველეს ყოვლისა, სტუდენტების მიზანია, პირველი სასწავლო კორპუსის მიმდებარე ტერიტორია მუნიციპალური და სამშენებლო ნარჩენებისგან სრულად გასუფთავდეს, კეთილმოეწყოს და სამომავლოდ გამოყენებულ იქნას, როგორც საუნივერსიტეტო მწვანე სივრცე სხვადასხვა სტუდენტური ღონისძიების ჩასატარებლად.

დღის გადაცემები