28.06.2022 | 01:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სერგეი ლავროვი თეირანსა და ბაქოს ეწვევა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი 22-23 ივნისს ირანს სამუშაო ვიზიტით ეწვევა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში განიხილება ირანის ბირთვული შეთანხმების ირგვლივ არსებული ვითარება, უკრაინასთან დაკავშირებული სიტუაცია და სხვა საერთაშორისო მნიშვნელობის აქტუალური საკითხები.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანიდან აზერბაიჯანში ჩავა, სადაც მოსალოდნელია მისი შეხვედრა ქვეყნის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან.

"მოსალოდნელია აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრა. ვიზიტის ფარგლებში განიხილება ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების ყველა საკითხი მოკავშირეთა თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციის შესაბამისად, რომელსაც ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა 2022 წლის 22 თებერვალს მოსკოვში მოაწერეს ხელი. გარდა ამისა, იგეგმება არაერთი აქტუალური რეგიონული და საერთაშორისო თემის დეტალური განხილვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის სამმხრივი შეთანხმებების შესრულებას. შეგახსენებთ, რომ ეს შეთანხმებები მიზნად ისახავს აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების ნორმალიზებას და სამხრეთ კავკასიის სტაბილურობისა და სიმშვიდის რეგიონად გადაქცევას,"- განაცხადა ზახაროვამ.

გამოქვეყნდა 5 დღის წინ  |  ნანახია 13-ჯერ
დღის გადაცემები