16.08.2022 | 23:20
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სოფელ ზეღდულეთში, გასხვისებული მიწების გამო, მოსახლეობის პროტესტი განახლდა

საპროტესტო აქციები განახლდა ზეღდულეთში. მოსახლეობა გასხვისებულ მიწებს აპროტესტებს. გარდა ამისა, სხვის საკუთრებაში შეჭრისთვის მიწის მესაკუთრემ სასამართლოს მიმართა და ახლა 13 ადგილობრივს საჯარიმო ქვითრები მოუვიდათ. მათ 250 ლარის გადახდა მოუწევთ. მოსახლეობას გორის მერის მოადგილე შეხვდა, თუმცა უშედეგოდ. ადგილობრივები ფეხით დაიძრნენ გორის მიმართულებით. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

ადგილობრივები რამდენიმე წელია კერძო ინვესტორზე გასხვისებული მიწის სოფლის საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვენ. ზეღდულეთის მოსახლეობა ამბობს, რომ ამ ფართობს წლებია საძოვრად იყენებენ და პირველად ჯერ კიდევ 2008-ში ნაცმოძრაობის მთავრობაში ყოფნის დროს გასხვისდა ინდოეთის მოქალაქეებზე და საძოვრიდან სტატუსი სახნავ-სათესზე შეეცვალა ამ ფართობს. შემდეგ კი მიწები ადგილობრივ ინვესტორებზე გასხვისდა, ადგილობრივებმა დამუშავების უფლება მათ რამდენჯერმე არ მისცეს.

დეკემბერში ვითარება საინიციატივო ჯგუფის შექმნის შეთავაზების შემდეგ განიმუხტა. ჯგუფს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად უნდა მოეძებნა პრობლემის გადაჭრის გზა. მათ ალტერნატიული ფართი 30 ჰექტარი შესთავაზეს, რაზეც მოსახლეობამ უარი განაცხადა. საუბარი 75 ჰექტარზეა, აქედან 50 ჰექტარი კერძო მესაკუთრესია, 25 კი - შპს ფუდლენდის საკუთრებაშია.

დღის გადაცემები