18.08.2022 | 03:13
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სტამბოლში ერთობლივმა საკოორდინაციო ცენტრმა მუშაობა დაიწყო, რომელიც უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებისამებრ განხორციელებას მონიტორინგს გაუწევს

სტამბოლში ერთობლივმა საკოორდინაციო ცენტრმა ინტენსიური მუშაობა დაიწყო. საკოორდინაციო ცენტრი უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებისამებრ განხორციელებას მონიტორინგს გაუწევს.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის ალექსანდრ კუბრაკოვისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აკარის სეხვედრის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის მუშაობა ინტენსიურად გრძელდება",- განაცხადა ჰულუსი აკარმა.

მან ასევე, ხაზი გაუსვა რამდენად მნიშვნელოვანია, რომ პირველი გემი რაც შეიძლება სწრაფად გავიდეს პორტიდან.

"თურქეთმა შეასრულა და გააგრძელებს თავისი წილი პასუხისმგებლობის შესრულებას ამ პროცესში",- განაცხადა მინისტრმა.

დღის გადაცემები