12.08.2022 | 18:17
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ფინანსთა მინისტრი: "ინფლაცია ევროკავშირის ქვეყნებში, აშშ-ში და დანარჩენ მსოფლიოში ისტორიულ მაქსიმუმზეა - საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი და კუნძული"

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სხვადასხვა ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზეა, ამიტომ საქართველოც ვერ იქნება გამონაკლისი.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განმარტა, ეროვნული ბანკი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები არ შეიქმნას.

"ინფლაციასთან მიმართებით უნდა შევხედოთ, რა ტენდენციები გვაქვს საქართველოში. ასევე უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ საქართველო ვერ იქნება ამ ნაწილში გამონაკლისი და კუნძული, რომ მხოლოდ საქართველოს არ შეეხოს ინფლაციური წნეხი და მთელ მსოფლიოში ინფლაცია იყოს ნომერ პირველი პრობლემა ქვეყნისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ინფლაცია ევროკავშირის ქვეყნებში, ჩვენს სავაჭრო პარტნიორებში, აშშ-ში, დანარჩენ მსოფლიოში ისტორიულ მაქსიმუმზეა 30-40 და 50 წლის მაქსიმუმზე, რაც კი ჰქონიათ ამ ქვეყნებს ყოველწლიური ინფლაცია. შესაბამისად, ბუნებრივია, აქ გადმოცემის ეფექტი არსებობს. ინფლაციაში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის საწვავი და ზოგადად, ნავთობპროდუქტები. იქედან გამომდინარე, რომ ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასები გაზრდილია, ეს არაპირდაპირ სხვა პროდუქტებზეც აისახება.

მეორე ჯგუფი, რომელშიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ინფლაცია, ეს არის სურსათის პროდუქტი, რომელთა მიმართებითაც ყველა ქვეყანაში ისტორიული მაქსიმუმი ფიქსირდება. ბუნებრივია, გარკვეულწილად ამას ადგილობრივი პროდუქცია აბალანსებს, თუმცა, ინფლაციის გადმოდინება ბუნებრივია მოხდება იმ ქვეყნებიდან, ვისთანაც სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს. ეროვნული ბანკი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები არ შეიქმნას, ამ მიმართულებით ნამდვილად აქვს ნაბიჯები გადადგმული. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ ინფლაციის მაჩვენებელი დაიწყებს შემცირებას და როგორც უკვე პროგნოზირებული იყო, მომდევნო წლის მეორე ნახევარში ის დაუახლოვდება მის მიზნობრივ მაჩვენებელს, რომელიც არის განსაზღვრული ეროვნული ბანკის მხრიდან. მეორე მხრივ, ის გამოწვევები, რაც რეგიონში, მსოფლიოში არსებობს, არანაირ გარანტიას არ გვაძლევს, რომ ინფლაციის ეს მაჩვენებელი მეორე ნახევარში მიზნობრივ მაჩვენებლამდე იქნება",-განაცხადა ხუციშვილმა.

დღის გადაცემები