28.11.2022 | 18:21
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
შოტლანდიის მთავრობა დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმს დიდი ბრიტანეთის მთავრობის თანხმობის გარეშე ვერ ჩაატარებს

შოტლანდიის მთავრობა დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმს დიდი ბრიტანეთის მთავრობის თანხმობის გარეშე ვერ ჩაატარებს. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა.

ბრიტანული მედიის ცნობით, შოტლანდიის პირველ მინისტრს ნიკოლა სტარჯონს რეფერენდუმის ჩატარება მომავალი წლის 19 ოქტომბერს სურს, თუმცა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მას ამის უფლებამოსილება არ აქვს.

ცნობისთვის, შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 2014 წლის სექტემბერში ჩატარდა. მოსახლეობამ მხარი გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩენას დაუჭირა.

დღის გადაცემები