09.02.2023 | 00:00
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს (24 იანვარი)

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" საბურთალოს რაიონში, მოციქულთასწორი ნინოს ქუჩის N17 - ის მიმდებარედ წყალსადენის ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ადგილზე არიან მობილიზებული და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. დაზიანების აღსადგენად გადაუდებელი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

"აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 23 იანვრის საღამოს 21:00 საათიდან ხვალ 24 იანვრის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში: ნუცუბიძის I,II,III,IV მიკრორაიონებსა და კვარტლებს, ნუცუბიძის, ფერმწერთა, პოლიტკოვსკაიას, მხატვართა, კაპანელის, ძოწის ქუჩებს, ვაჟა-ფშაველას I, II, IV, V, VI, VII კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას III კვარტლის ნაწილს, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, ბარათაშვილის, სხირტლაძის, ლორთქიფანიძის, დელისის ქუჩებს, აფხაიძის, მეგრელიძის, გაზაფხულის, ქავთარაძის, ონიაშვილისა და მინდელის ქუჩების ნაწილს, გელოვანის, ჩიქოვანის, სანდრო ეულის, მამასახლისოვის, თოფურიას და მიმდებარე ქუჩებს.

სოფელ დიღომში: ჩოხელის, შარაშიძის, ყაზბეგის, უგრელიძის, სვეტიცხოვლის, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, გიორგი ბრწყინვალეს, აღმაშენებლის, ხანძთელის, ჯავახიშვილის, ფიროსმანის, დიდგორის, ათონელის, ჩოლოყაშვილის და მიმდებარე ქუჩებს; სოფელ ძველ ვეძისს, დიღომი 7-ს, მუხადგვერდის დასახლებას.

გლდანის რაიონში: სოფელ ნატახტარს, ქალაქ მცხეთას, სოფელ წიწამურს, ზაჰესში: წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, კეცხოველის, ცქიტიშვილის, ავჭალის, ზინკარის და მიმდებარე ქუჩებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge", - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის გადაცემები