13.12.2024 | 08:27
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
1 თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ძვირდება [ვიდეო]

1 თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ძვირდება. გაორმაგებულ ტარიფზე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა. სამგზავრო აბონემენტების შეძენა 5 იანვრიდან მეტროს სალაროებსა და "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალებში იქნება შესაძლებელი. შემოდის ერთწლიანი გადახდის სისტემაც. კალაძის მიერ დაანონსებულ ცვლილებებს უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა საზგადოების მხრიდან.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი, 1-კვირიანი - 20 ლარი, 1-თვიანი - 40 ლარი, 3-თვიანი - 100 ლარი, 6-თვიანი - 150 ლარი, ხოლო 1-წლიანი ბარათები - 250 ლარი ეღირება. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას სააბონემენტე ულიმიტო სისტემა ძალაში 1-ელი თებერვლიდან შევა.

დღის გადაცემები