12.08.2022 | 18:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
10 ივლისს, ბათუმში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იტალიას დაუპირისპირდება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმი რაგბის ისტორიულ მატჩს 10 ივლისს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები იტალიის ნაკრებს შეერკინება.

მათივე ცნობით, სარაგბო ზეიმი ბათუმში 8 ივლისს იწყება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

"ჩამოსულ სტუმრებს და ადგილობრივებს სხვადასხვა ლოკაციაზე დაგეგმილ ღონისძიებებში ჩართვა შეეძლებათ. ძირითადი ღონისძიებები ევროპის მოედანზეა დაგეგმილი, სადაც, 8 ივლისს მიუზიკლი "გაყრა", ასევე "მგზავრების" და ფანკ ბენდის კონცერტი გაიმართება. 9 ივლისს სუხიშვილებისა და ჯგუფ killage-ს კონცერტი გაიმართება.

ბათუმის ქუჩებში, ბულვარში და სტადიონის მიმდებარედ დრამების შოუ, ფრანების შოუ გაიმართება და საზეიმო განწყობა მთელი ქალაქის მასშტაბით შენარჩუნდება.

10 ივლისს, 20 საათზე, ბათუმის აჭარაბეთ არენაზე "ბორჯღალოსნები" 6 ერის მონაწილე იტალიას ერკინებიან.

8 ივლისი

20:00 - ევროპის მოედანი

  • მიუზიკლი "გაყრა"
  • ფანკ ბენდი
  • მგზავრები
  • Dj გურული

9 ივლისი

  • 11:00 - 20:00 - ბათუმის ქუჩებში დრამების შოუ
  • 11:00 - ქვიშის სახეობათა თამაშების ტურნირი, ბათუმის ბულვარი
  • 17:00 - რომაული ბანაკი და ფოლკლორული შოუ, ანსამბლი "არსიანი", გონიოს ციხე
  • 20:00 - ევროპის მოედანზე: road radio, სუხიშვილები, killage, DJ ბენე

10 ივლისი

  • 12:00 - 20:00 - ბათუმის სანაპიროზე კოლონადებთან ფრანების შოუ
  • 11:00 – 20:00 - დრამების შოუ - ბათუმის ქუჩებში, ბულვარში და სტადიონის მიმდებარედ
  • 20:00 - საქართველო - იტალია - რაგბი ბათუმის სტადიონზე,“ - აღნიშნულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღის გადაცემები