13.12.2024 | 08:40
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ქვეყანამ, სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო]

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ქვეყანამ, სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. უწყების ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურასთან, თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად მოიძიეს და ევროპულ სასამართლოში წარადგინეს ასობით მტკიცებულება, შესაბამის სამართლებრივ არგუმენტაციასთან ერთად, რითიც დასტურდებოდა, რომ 2008 წელს საქართველოს, საერთაშორისო სამართლის ნორმები არ დაურღვევია. გარდა ამისა, განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის კოორდინაციით 2008-2009 წლებში საქართველოს წინააღმდეგ 3 300-ზე მეტი საჩივარი შევიდა, თუმცა 2800-მდე უკვე ამოირიცხა, რადგან ევროპულ სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა რაიმე კონკრეტული, რაც საქართველოს მიერ ევროპული კონვენციის რომელიმე მუხლის დარღვევას დაადასტურებდა.

დღის გადაცემები