09.02.2023 | 00:52
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
2022 წლის მეოთხე კვარტალში, ბინების ფასი 3.8 %-ით, კერძო სახლების კი 8.9%-ით გაიზარდა - საცხოვრებელი ყველაზე ძვირი მთაწმინდის რაიონში, ყველაზე იაფი კი სამგორსა და გლდანში ღირს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 5.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 14.3 პროცენტი შეადგინა.

როგორც "საქსტატის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 24.0 პროცენტით არის გაზრდილი.

"RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს. 2022 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა, როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (3.8 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (8.9 პროცენტი).

2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 12.5 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 18.0 პროცენტით," - ნათქვამია ინფორმაციაში.

"საქსტატის" ცნობით, თბილისის უბნებში, 2022 წლის მეოთხე კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლებში 1მ2-ის მედიანური ღირებულება, ბინების სეგმენტში 2630 ლარიდან - 4941 ლარამდე მერყეობს. ხოლო კერძო სახლების სეგმენტში 1მ2-ის ფასი 1748 ლარიდან 3258 ლარამდეა. 1მ2 ყველაზე ძვირი ბინებისა და კერძო სახლების სეგმენტში მთაწმინდის რაიონში ღირს, ხოლო ყველაზე იაფი ბინებისა და კერძო სახლების სეგმენტში, შესაბამისად, სამგორისა და გლდანის რაიონებში.

დღის გადაცემები