26.04.2024 | 03:42
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა გახდა

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა გახდა. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური თამაშის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა.

ფინალი არგენტინა-საფრანგეთს შორის 3:3 (4-2 პენალტი) დასრულდა.

რაც შეეხება თამაშის მიმდინარეობას, თამაშის პირველი ნახევარი არგენტინის ლიდერობით 2:00 დასრულდა, მატჩის მეორე ნახევარში ფრანგი კილიან მბაპეს 90 წამში გატანილი ორი გოლის წყალობით - საფრანგეთსა და არგენტინას შორის მატჩის ძირითადი დრო ფრედ - 2:2 დასრულდა და დამატებით დროში გააგრძელეს თამაში.

დამატებითი დროის მეორე მონაკვეთის დასაწყისში, მესიმ, რომელმაც თამაშის პირველ ტაიმში უკვე გაიტანა თერთმეტმეტრიანი, კიდევ ერთი გოლი გაიტანა.

ფინალის 116-ე წუთზე პენალტი დანიშნა და კილიან მბაპემ თერთმეტმეტრიანის დარტყმით ფრანგებს კიდევ ერთი გოლი მოუტანა.

შესაბამისად ანგარიში 3:3 დასრულდა, რის შემდეგაც პენალტების სერია გამოცხადდა, შედეგად არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

დღის გადაცემები