22.09.2024 | 14:34
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
2023 წლის 1-ელი იანვრიდან, გამონაბოლქვზე ავტომობილის შემოწმების კრიტერიუმი მკაცრდება

2023 წლის 1-ელი იანვრიდან, გამონაბოლქვზე ავტომობილის შემოწმების კრიტერიუმი მკაცრდება. კერძოდ, 2020 წლის 1-ელ აპრილამდე რეგისტრირებული, ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის (CO) ნორმა 0.6%-დან 0.55%-მდე მცირდება.

აღნიშნულის შესახებ ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე გიორგი შიოლაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი ცვლილება ტექნიკურ რეგლამენტში უკვე შესულია და ის 2023 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.

"ცვლილება ეხება ბენზინის ძრავზე მომუშავე ავტომობილებს, რომლებიც ქვეყანაში 2020 წლის 1-ელ აპრილამდე დარეგისტრირდნენ. აქამდე ნორმა იყო 0.6%, ეს მკაცრდება და ხდება 0.55%, როგორც მაღალ ბრუნზე, ასევე უქმ სვლაზე" - განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა.

დღის გადაცემები