21.09.2024 | 20:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
22 აგვისტოს ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის გზის მე-7 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს "ნიუ როუდი" შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის საავტომობილო გზაზე აწარმოებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. სამუშაოთა შესრულების მიზნით, აღნიშნული გზის მე-7 კმ-ზე 2022 წლის 22 აგვისტოს 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზების გავლით.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დღის გადაცემები