22.09.2024 | 08:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
5 ნოემბრიდან N500 მიკროავტობუსს N292 ავტობუსი ჩაანაცვლებს

თბილისის მერიის ინფორმაციით, მიკროავტობუსი N500 ხვალიდან N292 ავტობუსით ჩანაცვლდება და მარშრუტზე "ისუზუს" მარკის ავტობუსი იმოძრავებს.

მათივე ცნობით, ცვლილება არ შეეხება უკვე არსებულ მარშრუტს - კერძოდ, N292 ავტობუსი გადაადგილდება მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრიდან" ვეკუას, ხიზანიშვილის, ვასაძის, ქერჩის, სარაჯიშვილისა და შეშელიძის ქუჩებით და შემდეგ, ავტობუსი მინდელის ხიდის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირისა და დავით აღმაშენებლის ხეივნის გავლით იმოძრავებს.

N292 მგზავრთა მომსახურებას სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლთან" დაასრულებს.

დღის გადაცემები