13.04.2024 | 09:23
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ADB: "მიგრანტების შემოდინებამ საქართველოს ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედა, თუმცა ეს ერთჯერადი ეფექტია"

ბოლო დღეებში რუსეთის მოქალაქეების შემოდინება სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში საკმაოდ გაიზარდა - მიგრანტების შემოდინებამ საქართველოს ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედა, თუმცა ეს ერთჯერადი ეფექტია, - ამის შესახებ ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის რეგიონული თანამშრომლობისა და ოპერაციების კოორდინაციის დირექტორმა, ლიაზიზა საბიროვამ აზიის განვითარების ბანკის 55-ე, წლიურ შეხვედრაზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რა გავლენა ექნება ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსი ტურისტების მასობრივ შემოდინებას საქართველოს ეკონომიკაზე.

ლიაზიზა საბიროვას განცხადებით, ეფექტებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მაგრამ ცხადია ერთი რამ - რუსი მიგრანტების პირველმა ტალღამ საქართველოს ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედა, თუმცა ეს სამუდამოდ არ გაგრძელდება და დიდი ალბათობით, მხოლოდ და მხოლოდ ერთჯერადი ეფექტი იქნება.

დღის გადაცემები