16.08.2022 | 23:14
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
Amnesty International: სკოლებსა და საავადმყოფოებში შეიარაღების განთავსებით და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებით უკრაინული ჯარი საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს

"უკრაინული ჯარი სკოლებსა და საავადმყოფოებში შეიარაღების განთავსებით და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებით საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს", - ამის შესახებ უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-ის მოხსენებაშია აღნიშნული.

"დავაფიქსირეთ შემთხვევები, როდესაც უკრაინული ჯარი არღვევდა სამხედრო სამართლის ნორმებს. თავდაცვის პოზიციაში ყოფნა არ ათავისუფლებს უკრაინელ სამხედროებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვის ვალდებულებისგან", - აცხადებს ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანიეს კალამარი.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ უკრაინული ძალები "აყენებდნენ ზიანს მშვიდობიან მოსახლეობას, როცა იყენებდნენ შეიარაღების სისტემებს დასახლებულ პუნქტებში, მათ შორის სკოლებსა და საავადმყოფოებში, თუმცა ასეთი დარღვევები არცერთ შემთხვევაში არ ამართლებს რუსეთის უსამართლო თავდასხმებს, რომლებსაც უთვალავი მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა".

დღის გადაცემები