24.04.2024 | 01:05
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
CNN - პენტაგონმა უკრაინაში ახალი ტიპის რაკეტების გაგზავნა დაადასტურა

პენტაგონში განაცხადეს, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას რადარის საწინააღმდეგო რაკეტები გაუგზავნა, რომელსაც უკრაინული თვითმფრინავები რუსული სარადარო სისტემების წინააღმდეგ გამოიყენებენ, - ინფორმაციას СNN-ი ავრცელებს.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში, კოლინ კალმა რაკეტების გაგზავნის ფაქტი დაადასტურა, თუმცა რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

ამასთან, მან განაცხადა, რომ გაგზავნილია AGM-88 ტიპის მაღალსიჩქარიანი რაკეტა (HARM).

 

"უახლოეს პერსპექტივაში, ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ, რათა უკრაინის საჰაერო ძალები უფრო ქმედუნარიანი იყოს" - აღნიშნა კალმა.

 

აშშ-ის საჰაერო ძალების ინფორმაციით, HARM-ის რაკეტების მოქმედების მანძილი 30 მილზე (48 კილომეტრზე) მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს რაკეტები ერთ-ერთი შორ მანძილზე მოქმედი იარაღია, რომელიც აშშ-მა უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ მიაწოდა

დღის გადაცემები