10.11.2024 | 15:25
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
CNN: რუსეთი ევროპისთვის გაზის მიწოდების დაგეგმილ შეჩერებას იწყებს

დღეს დილით, "ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის" მილსადენში გაზის ევროპისთვის მიწოდების მაჩვენებელი ნულამდე დაეცა. ოპერატორის მონაცემების თანახმად, ეს გაზის მიწოდების გასულ კვირას დაანონსებული შეჩერების ნაწილია, - ამის შესახებ CNN-ი წერს.

"რუსული სახელმწიფო ენერგოგიგანტი "გაზპრომი" ადასტურებს, რომ გაზის მიწოდება 2 სექტემბრამდე არ აღდგება", - წერს CNN-ი.

"ჩრდილოეთის ნაკადი 1" უმსხვილესი მილსადენია, რომლითაც, გერმანიის გავლით, ევროპას რუსული ბუნებრივი აირი მიეწოდება. მილსადენი ივლისის ბოლოს, 10 დღით არ ფუნქციონირებდა, რაც "გაზპრომმა" ყოველწლიური სამუშაოებით ახსნა.

"დღევანდელმა გათიშვამ გააჩინა შეშფოთება, რომ რუსეთი მიზანმიმართულად წყვეტს ევროპისთვის გაზის მიწოდებას, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ამოქმედებული დასავლეთის სანქციების პასუხად. ამ ბრალდებას მოსკოვი უარყოფს", - წერს CNN-ი.

დღის გადაცემები