19.04.2024 | 03:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
Financial Times: "დასავლეთი სულ უფრო მეტად შეშფოთებულია ერდოღანსა და პუტინს შორის ურთიერთობების გაღრმავების გამო, რაც თურქეთის მიმართ სადამსჯელო ზომების მიღების ალბათობას ზრდის, თუ ანკარა მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარება"

დასავლეთი სულ უფრო მეტად შეშფოთებულია რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმირ პუტინს შორის ურთიერთობების გაღრმავების გამო, რაც თურქეთის მიმართ სადამსჯელო ზომების მიღების ალბათობას ზრდის, თუ ანკარა მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარება. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი Financial Times-ი ავრცელებს.

ექვსმა ოფიციალურმა პირმა გაზეთ Financial Times-ს განუცხადა, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან თურქეთისა და რუსეთის ლიდერების მიერ ვაჭრობისა და ენერგეტიკის საკითხებში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ გაკეთებული დაპირებით.

ევროკავშირის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ევროკავშირი "უფრო და უფრო მჭიდროდ აკვირდება" თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებს. ერთ-ერთი დასავლელი მაღალჩინოსანი ასევე გამოვიდა შეთავაზებით, ევროკავშირის ქვეყნებმა საკუთარ კომპანიებსა და ბანკებს თურქეთის დატოვებისკენ მოუწოდონ.

სამმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ევროკავშირს ჯერ არ გაუმართავს ოფიციალური დისკუსიები თურქეთისთვის შესაძლო შედეგების დადგომის შესახებ.

5 აგვისტოს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განცხადება მიიღეს, რომელშიც ნათქვამია, რომ მხარეები გაააქტიურებენ პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას, მათ შორის ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროში.

დღის გადაცემები