16.08.2022 | 23:10
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
NAEC-ი დამატებითი საგამოცდო სესიების ჩატარების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც, COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო, გამოცდებზე დასწრება ერ შეძლეს, 24 ივლისს განისაზღვრა ერთი დამატებითი საგამოცდო სესია შემდეგ საგნებში:

ინგლისური ენა (პირველი სესია);

რუსული ენა (პირველი სესია);

ქიმია (პირველი სესია);ლიტერატურა (პირველი სესია).

26 ივლისს ჩატარდება გამოცდა სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში (პირველი სესია).

იმ უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში მონაწილე პირებისთვის, რომლებმაც, COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო, გამოცდებზე დასწრება ვერ შეძლეს, დამატებითი სესია გაიმართება 24 ივლისს (პირველი სესია).

გამოსაცდელთა სია მათი საიდენტიფიკაციო ნომრით და დეტალური ინფორმაცია გამოცდის ჩატარების შესახებ

"გაითვალისწინეთ, რომ გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს ცხრილში მითითებულ დროსა და ადგილას. სხვა გამოცდების დამატებითი სესიების თაობაზე ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება", - აღნიშნულია NAEC-ის განცხადებაში.

დღის გადაცემები