13.12.2024 | 00:37
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
NAEC-მა მათემატიკის გამოცდის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ნაშრომებისა და ქულების გამოქვეყნებას აგრძელებს. ამჯერად, მათემატიკის გამოცდის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა.

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს  ამ ვებგვერდზე, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, "ნედლი" ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ.

მათემატიკის საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა არის 51. აბიტურიენტს ეს საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი ქულა გახდება ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტი.

1-ელ აგვისტოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული გეოგრაფიის, ბიოლოგიის, სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის ტესტები გამოაქვეყნა.

დღის გადაცემები